Wednesday, July 9, 2014

სასწავლო პროექტი

1-,,შავი ზღვის მნიშვნელობა საქართველოსათვის  ძველად და ახლა,,
2- მოსწავლე მივიდეს  ძირითად დასკვნამდე, რომ შავი ზღვა, როგორც წარსულში, ასევე თანამედროვეობაში იყო და არის უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი გზა სხვა ქვეყნებთან.
3-შავი ზღვა იყო და არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, რომელსაც გაფრთხილება  სჭირდება.
4-განსაზღვროს შავი ზღვის ისტორიულ-გეოგრაფიული მნიშვნელობა
განსაზღვროს შავი ზღვის როლი, როგორც ძველი ისე თანამედროვე დროის საქართველოს ეკონომიკურ დაკულტურულ ცხოვრებაში.
განიხილონ თუ როგორ შეიძლება შავი ზღვის შესაძლებლობების გამოყენება.
5-11-12წელი.
6-ორი კვირა.
7-მოსწავლეს შეუძლია აღწეროს  საქართველოს  კულტურათა მსგავსება-გა
ნსხვავება
იმსჯელოს მოგზაურობების და ვაჭრობის მნიშვნელობაზე.
8-პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები.;  რუკა, სახელმძღვანელო, დოკუმენტურიწყაროები, ინტერნეტი.
9-პროექტის მსვლელობა;  თემის გაცნობა, ინფორმაციის დამუშავება, ჯგუფებში მუშაობა, პრეზენტაცია.
10-საგნებთან კავშირი;  გეოგრაფია- დაადგინონ დღეს შავი ზღვა რომელი სრუტეებით უკავშირდება სხვა ზღვებს და ამ გზით უძველეს წარსულშიც იქნებოდა თუ არა  შესაზლებელი საბერძნეთის ტერიტორიამდე მისვლა.
ბიოლოგია- მოიძიონ ინფორმაცია, აქვს  თუ არა შავ ზღას  მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სარეწაო მნიშვნელობის თევზი.
11-პროექტის ხელმძღვანელი; მაგული ტივაძე.
12-ხელმძღვანელის ელ.ფოსტა.MAGULITIVAzE@GMAIL.COM